02 ივნისი 2020,   13:22
ვრცლად
მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ ერთად უნდა დავდგეთ ყველანი, რა განსხვავებული მოსაზრებაც არ უნდა გვქონდეს - კილაძე ზურაბიშვილის მოხსენებაზე

"მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ ერთად უნდა დავდგეთ ყველანი, რა განსხვავებული მოსაზრებაც არ უნდა გვქონდეს," - ამ სიტყვებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა.

"იმდენი სიძულვილი, იმდენი ურთიერთ ლანძღვა, დაპირისპირება გამოვიარეთ ეს ბოლო წლები, რომ  ამ ყველაფერმა  ქვეყანას ზიანი მიაყენა.

მე მგონია, რომ მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ის, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ყველანი, რა განსხვავებული მოსაზრებაც არ უნდა გვქონდეს," - აღნიშნა სოფიო კილაძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში 40-წუთიანი მოხსენებით, დებატების გარეშე, ოპოზიციის ბოიკოტის და საპროტესტო აქციის ფონზე წარსდგა. ერთობის არარსებობა, აგრესია, სიძულვილი, შეურაცხყოფა, ახალგაზრდა თაობის განვითარება, სასამართლო სისტემა, გლობალური პროცესების გავლენა საქართველოზე, ევროკავშირის პოლიტიკა და ქვეყნის მომავალი, ეს იმ თემების ნაწილია, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ძალაშია მისი შეთავაზება, საპრეზიდენტო პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიებმა დიალოგთან დაკავშირებით მიიღეს.

დღის ამბები