19 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა

"რუსთავი 2-ის" საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიკითხა 3 მოწმე, რომელთაგან ერთი, კომპანია "ინტერმედიის"  ორი კი, სამშენებლო კომპანიის თანამშრომელია. სხდომას ესწრებოდა ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია.

მას გამოძიება თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. კერძოდ, საუბარია ნიკა გვარამიას მიერ, "ინტერმედიასთვის" გასესხებულ 510 000 ლარის ავთენტურობაზე.

სწორედ ამ საკითხზე მისცა ჩვენება "ინტერმედია+"-ის ბუღალტერმა.

დაცვის მხარის მტკიცებით, მოწმემ დაადასტურა, რომ გვარამიამ ეს თანხა, რომელიც იმავე საღამოს დაუბრუნდა "რუსთავი 2-ს", რეალურად ასესხა "ინტერმედიას".

"დღევანდელ პროცესზე მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიასგან მიღებული სესხი არის ნამდვილი, შესაბამისად ყოველგვარი ეჭვები და პროკურატურის პრეტენზიები ამ სესხის სიყალბესთან დაკავშირებით - დაუსაბუთებელია. გარდა მოწმეების ჩვენებებისა, არსებობს "თიბისი ბანკის" დოკუმენტაცია იმაზე, რომ იმ დღეს შედის ფული "ინტერმედია+"-ის ანგარიშზე," - განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ეს თანხა არა ტელეკომპანიამ, არამედ პირადად გვარამიამ მიიღო უძრავი ქონების სახით.

"დაცვის მხარის პოზიციით, ნიკა გვარამიამ და მისმა წარმომადგენელმა ხელზე მიუტანა 510 ათასი ლარი "ინტერმედია+"-ს და შესაბამისად, საბანკო გადარიცხვა სესხის მიზნობრიობისათვის არ არსებობს," - აღნიშნა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

დღის ამბები