23 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
საბაჟო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ყველა საბაჟო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები სპეციალური სითხეების გამოყენებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს სამუშაოები ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში ჩატარდა. პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფენ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. იქ სატრანსპორტო საშუალებები სპეციალური სითხეებით მუშავდება," - აცხადებს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

დღის ამბები