19 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
ფოთში, იტალიიდან დაბრუნებული მეზღვაური თვითიზოლაციაში იმყოფება

ფოთში 45 წლის მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცი მეზღვაურია, თებერვლის დასაწყისში იგი საქართველოში სამხრეთ იტალიიდან გემით წამოვიდა და 24 თებერვალს თურქეთის ერთ-ერთ ნავსადგურში შევიდა, საქართველოში ის სარფის გამშვები პუნქტის გავლით დაბრუნდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცს კორინავირუსის სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ის 12 მარტის ჩათვლით თვითიზოლაციაში დარჩება.

იტალიიდან დაბრუნებული მეზღვაური შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი კონტროლის ქვეშაა.

დღის ამბები