23 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
"ამოიღე ხმა! ნუ გახდები ძალადობის თანამონაწილე" - აქცია ფემიციდის წინააღმდეგ

რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ აქცია სახელწოდებით - " ამოიღე ხმა! ნუ გახდები ძალადობის თანამონაწილე" გამართეს.

აქციის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების ალამის" დამფუძნებლის თემურ ცათიაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქცია პირველია, როდესაც საქართველოში ფემიციდის წინააღმდეგ აქტივობა მამაკაცებმა დაიწყეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს მამაკაცები არა მხოლოდ ძალადობენ, არამედ მკვლელობით ასრულებენ თავიანთი მეუღლეების სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ჩვენ, მამაკაცებმა ხმა უნდა ამოვიღოთ, " - განაცხადა თემურ ცათიაშვილმა.

დღის ამბები