25 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები სამართლებლივ დავას იწყებენ

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე დღეს ჟურნალისტებს ამერიკის საელჩოში მოუსმინეს.

სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და თანამშრომლების გათავისუფლება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის შესახებაც აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა პრესის დეპარტამენტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ახლა უკვე ყოფილი წამყვანის და არხის მოქმედი თანამშრომლის ბრალდებებს არ იზიარებს მედიაორგანიზაციის დირექტორი. მისი თქმით, ტელევიზიაში შიდა მოკვლევაა უკვე დაწყებული.

ღია ბრალდებების პარალელურად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 თანამშრომელი, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ისთან ერთად არხის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

თანამშრომლებმა, მენეჯმენტს საკუთარი მოთხოვნების სია წარუდგინა, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.

მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები დაიწყეს პოლიტიკურ პარტიებთან. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების უფლებადამცველ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, პოლიტიკოსები შეთანხმდნენ და საქმის მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას.

ჟურნალისტებმა დღეს შეხვედრები გამართეს "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" წევრებთან.

დღეს გამართული შეხვედრების შემდეგ, არ არის გამორიცხული, პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის პოზიცია მოისმინოს.

დღის ამბები