16 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
ჩვენ გვაქვს შანსი დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, შევქმნათ მყარი უმრავლესობა - მამუკა მდინარაძე

მმართველ გუნდში კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა გამორიცხავენ. "ქართული ოცნება" მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისთვის და მყარი უმრავლესობისთვის ემზადება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტია 40%-ზე მეტს მოიპოვებს და რომელიმე სხვა პარტიასთან კოალიციის შექმნის აუცილებლობა არ დადგება.

"როდესაც შენ პროგნოზირებ 50-დან 60%-მდე, მზად უნდა იყო, რომ შეიძლება მიიღო 49, ან 48% და აქ შეიძლება თეორიული რისკი დამდგარიყო, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, თეორიული რისკიც კი ირიცხება რეალობიდან გამომდინარე, რომ "ქართულ ოცნებას" დასჭირდეს კოალიცია. იმიტომ რომ 41%-ს ზევით მაჟორიტარების წარმატების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს უკვე შანსი, რომ დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, შევქმნათ მყარი უმრავლესობა და მით უმეტეს, როდესაც 50-დან 60%-მდე ველოდებით, აქ უკვე კითხვის ნიშნები აღარ რჩება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

 

დღის ამბები