20 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
საქართველოს საკონსულოები დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება.
 
ა) 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადიან, რაც ადგილზე მომსახურების შეზღუდვებს ითვალისწინებს.

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. 

საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს. ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მიუთითებს საკონტაქტო ნომრებს.

თუ გარდაუვალი აუცილებლობა არსებობს, საკონსულოში მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით.

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.

მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი.

დღის ამბები