19 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
შევთანხმდით, რომ საარჩევნო ბლოკები დაშვებული იქნება - დავით უსუფაშვილი

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და 2020 წელს საარჩევნო ბლოკები დაშვებული იქნება. მისივე თქმით, შეთანხმება პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტშიც აისახა. 

"ჩვენ მუშაობა დავიწყეთ სუფთა ფურცლით, ავიღეთ საქართველო, საქართველოში არსებული რაიონები და ქალაქები და მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, ავიღეთ ის მოცემულობა, რომ 30 ოლქად უნდა დაიყოს და დაიყო ლოგიკურად.

თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტში დღეს უნდა დარეგისტრირებულიყო, მოგეხსენებათ, იქ იყო თემა ბლოკების თაობაზე, რომ დაშვებული იქნება თუ არა, და ამის თაობაზეც შევთანხმდით, რომ ბლოკები იქნება დაშვებული და ეს ასახულია იმ ტექსტში, რომელიც პარლამენტში დღეს წარადგინეს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

დღის ამბები