19 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსით პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა, ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"გარდაიცვალა 71 წლის ქალი, ჟიტომირის ოლქიდან. ის COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში 12 მარტს მოათავსეს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ახლობლებს," - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყებაში, ასევე, აღნიშნავენ, რომ ქალი, ასაკის გათვალისწინებით, რისკჯგუფში იყო. 

 

 

დღის ამბები