02 ივნისი 2020,   13:13
ვრცლად
საქართველოს ფოსტა კრონავირუსის გამო განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

საქართველოს ფოსტა კორონავირუსის გამო განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, ოფისები სპეციალურად გამოყოფილ დროებში იმუშავებენ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 მარტიდან კვირაში 4 სამუშაო დღის განმავლობაში იმუშავებენ, სერვისცენტრების ნაწილი კი დროებით დაიხურება. 

"აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია და არ გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.

ამასთანავე კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს და მიიღოთ მომსახურება უსაფრთხოდ.

სერვისის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს gpost.ge ამასთანავე საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრების, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ხდება სველი წესით დასუფთავება როგორც მომსახურების, ასევე საოპერაციოდ განკუთვნილი სივრცეების,"- ნათქვამია განცხადებაში.

კონკრეტული დროების ნახვა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ვებგვერდზე.

დღის ამბები