02 ივნისი 2020,   11:27
ვრცლად
წვიმა, ქარი, ელჭექი - ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.

16 მარტიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობსა და ბარში დღისით +6, +11 გრადუსამდე.

თბილისში 14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს +16, +18, ხოლო 16 მარტს +9,+11 გრადუსამდე დაიკლებს.

დღის ამბები