23 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.

აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.

დღის ამბები