20 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
გერმანია საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან საზღვრებს კეტავს

გერმანია საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან საზღვრებს ჩაკეტავს. ინფორმაციას გერმანული გაზეთი Bild-ი ავრცელებს. შეზღუდვები ორშაბათიდან ამოქმედდება და კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება.

გერმანული გაზეთის მიხედვით, საზღვრების ჩაკეტვა სასაქონლო ბრუნვას არ შეეხება, ასევე შეზღუდვა არ შეეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრებს სამსახურის გამო კვეთენ.

Bild-ის თანახმად, გერმანიის მთავრობის შეფასებით, აღნიშნულ ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვა საზღვრისპირა რეგიონებში უცხოელების მიერ პროდუქტის მასობრივ, პანიკურ შესყიდვებსაც შეაჩერებს.

დღის ამბები