25 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
ნიგერიაში გაზსადენი აფეთქდა - დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

ნიგერიაში გაზსადენი აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 50-მდე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანგრევებში ათეულობით ადამიანია მოყოლილი. შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის  4 ბავშვია.

არიან დაშავებულებიც. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული.

დღის ამბები