29 მაისი 2020,   05:22
ვრცლად
"ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით" - შეხვედრა ფოთისა და ხობის ეპარქიაში

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

კრებას დაესწრო ფოთის ეპიდემიოლოგიც, რომლისგანაც ეპარქიის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს. კრებაზე გადაწყდა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია, ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი კოვზით, სიტკბოების მიღება კი სურვილისამებრ მოხდება. ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რაც სასულიერო პირებმა დღევანდელ კრებაზე მიიღეს.

"შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია. ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით. იმასთან დაკავშირებით, რომ სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლის წევრებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება მის მიღებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივანმა, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ. 

დღის ამბები