04 ივნისი 2020,   08:10
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა დღეს 5-მა ქვეყანამ გამოაცხადა 

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იგივე გადაწყვეტილება დღეს კიდევ 5-მა სახელმწიფომ მიიღო.

დახურულია სასწავლო დაწესებულებები, თავშეყრის ადგილები და ჩაკეტილია საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან.

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 1 თვის მანძილზე გაგრძელდება, ქვეყანაში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საგანაგებო მდგომარეობაა სერბეთშიც, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაკეტილია მაღაზიები. 

სერბეთის პრეზიდენტიის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანაა მზადაა ხალხის დასახმარებლად.

"სერბეთი უხილავი მტრის წინააღმდეგ იბრძვის. ვაცხადებთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობას. მოვუწოდებ მოსახლეობას მზად იყოს ამ პროცესისათვის. ყველაზე მეტად ეს ვირუსი რისკის წინაშე ხანდაზმულ ადამიანებს აყენებს. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

დღის ამბები