29 მაისი 2020,   04:16
ვრცლად
ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარება ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში განიხილეს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და გამოწვევებს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეს არ დგას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან მიჰყვება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები