24 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მძიმე ნაბიჯებზე - პრემიერი სანქციებზე

კარანტინისა და თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტების გამო ხელისუფლება იძულებულია, სანქციები კიდევ უფრო გაამკაცროს - როგორც "ღამის კურიერში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა,  საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ნათელი გახდა, რომ ამ კუთხით უფრო მკაცრი ზომები არის მისაღები. სწრაფი რეაგირებისთვის კი გიორგი გახარია პარლამენტს მადლობას უხდის. 

"რა თქმა უნდა იქ, სადაც ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე თვლის, რომ მისი პირადი დისკომფორტი ან შეფასებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური პასუხისმგებლობის დარღვევა,  სახელმწიფო ვალდებულია,იმოქმედოს უფრო სწრაფად.

ეს არის მძიმე პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც შეიძლება, ზოგ ჩვენს მოქალაქეს, კომპანიას, ბიზნესს, გაუჩნდეს უსამართლობის გრძნობა, მაგრამ კრიზისის მართვა ეფექტურად ნიშნავს, მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა მძიმე ნაბიჯებზე. ვიღაცას შეიძლება სხვა შეფასებები ჰქონდეს. 

გლობალური გამოწვევის წინაშე პასუხისმგებლობა საერთოა, მაგრამ საბოლოო ჯამშიო პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლების არის," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები