24 აპრილი 2024,   12:02
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი საზღვრებზე ტვირთბრუნვის რაიმე შეზღუდვას გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ საზღვრებზე ტვირთბრუნვას რაიმე შეზღუდვა შეეხოს- ამის შესახებ გიორგი გახარიამ გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა:

"ეს შეუძლებელია, ამის მიღმა არ არსებობს არანაირი ლოგიკა. პირიქით, ჩვენ ახლა ვაკეთებთ ყველაფერს,  ჩვენი ქვეყნის, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და შევქმნათ უფრო მარტივი პირობები იმისთვის, რომ ლოჯისტიკური მოძრაობა, ტრანსპორტის და პირველ რიგში, იმ მოხმარების ნივთების და საქონლის, რომლის დეფიციტიც შეიძლება თეორიულად გაჩნდეს ან საქართველოში, ან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ეს შევამსუბუქოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები