25 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
დასავლეთს უფრო უჭირს, ვიდრე ჩვენ და რამდენჯერმე დავეხმარეთ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ СOVID-19-თან ბრძოლის პირობებში, ქვეყანას ტესტების დეფიციტი არ აქვს. გიორგი გახარიას თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამ კუთხით საქართველო დასავლეთს დაეხმარა.

"ამ ეტაპზე, ტესტების საკმარისი რაოდენობა უკვე არსებობს, ტესტების შევსება მიმდინარეობს მუდმივად. არსებობს ჩინეთის მაგალითი,როდესაც საჩუქრად გადმოგვეცა ტესტები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სამწუხაროდ, დღეს უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჩვენ და არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირიქით, ჩვენ ვეხმარებით. ამ მიმართულებით, ყველაფერი ნორმალურადაა და ამ გამოწვევის წინაშე ჩვენ არ დავდგებით,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები