28 მაისი 2020,   00:56
ვრცლად
ექსპერტთა დიდი ნაწილის და ჩემი აზრითაც, COVID19-ის მეოთხეული გადაცემის შემთხვევა ჯერ არ გვაქვს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ექსპერტთა დიდი ნაწილის და თავად მისივე მოსაზრებით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციის მეოთხეული გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, პაციენტი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, თუმცა, იცის, სავარაუდოდ, ვისგან შეიძლებოდა გადასდებოდა ეს ინფექცია. 

თენგიზ ცერცვაძემ დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 37 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. დაინფიცირებულებიდან რამდენიმე შემთხვევა პრობლემურია, რადგან არიან რისკჯგუფის წარმომადგენლები - ასაკით და ქრონიკული დაავადებებით. მისივე თქმით, პნევმონია სულ 11 პაციენტს აქვს, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის კი მსუბუქი. მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 12 პაციენტის ანალიზის შედეგს ელოდებიან. 

დღის ამბები