20 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
იგოეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

იგოეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტობანის იგოეთის მონაკვეთზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა.

დღის ამბები