19 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში COVID-19-თან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში COVID-19-თან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რწმუნებულმა მათ პრემიერთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეხვედრის დეტალები გააცნო, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

რეგიონის პირველმა პირმა კაზინოების, რესტორნების, ტრანსპორტის, კულტურული ძეგლების, სასურსათო მარაზიების, ქელეხების გამართვის, თვითიზოლაციის დარღვევის და სავალდებულო რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრა.

თათბირის ერთ-ერთი მთავარი თემა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საკითხი, თვითიზოლაციის დამრღვევ პირთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობა იყო.

მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ დროისთვის მიკროავტობუსების გადაადგილება იზღუდება ქალაქებში, რაც შეეხება ქალაქებსა და რაიონებს შორის მოძრაობას - ამ ეტაპზე ეს უცვლელი რჩება, თუმცა ამ შემთხვევაში შეძლებისდაგვარად იქნება კონტროლი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გადაადგილდეს. ამ საკითხების განხილვის შემდეგ, მედიისთვის შეხვედრა დაიხურა.

დღის ამბები