16 აპრილი 2024,   23:54
ვრცლად
პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება დაწყებულია, მიმდინარეობს ე.წ. სწრაფი ტესტების მარაგის შევსებაც - ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოება უკვე დაიწყო. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ​კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტების მარაგის შევსებაც დაიწყო.

"ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით და როგორც იცით სახელმწიფო სექტორში უკვე გათავისუფლებულია საწოლი ადგილები, თუმცა ასევე არსებობს შეთანხმება კერძო სექტორთან, რომ საჭიროების შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში შეიქმნება კიდევ დამატებითი სიმძლავრეები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს გაუწიოს დახმარება სამედიცინო სექტორმა და აქვე გეტყვით, რომ დღეს დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, ანუ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს.

აქვე მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ როგორც საკოორდინაციო საბჭოზე აქამდე იყო მიღებული გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეების და ასევე სადეზინფექციო საშუალებების, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნილება, რომლებიც გააჩნიათ იმ ადამიანებს, ვინც არიან კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე და შემდეგ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეა და ჩვენს ქვეყანაში არის.

ასევე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისათვის, რომ შეიქმნას მარაგები სწრაფ ტესტებთან მიმართებაში და ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებით გეცნობებათ ინფორმაცია," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები