04 ივნისი 2020,   09:03
ვრცლად
პაციენტების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებებში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული

როგორი მზადყოფნაა კლინიკებში ვირუსის გავრცელების მოლოდინის ფონზე - ამ საკითხზე დღეს პრემიერ - მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ამ დროისათვის პაციენტების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებებში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საწოლების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობა გრძელდება. 

"პირველ ეტაპზე გარკვეული რიცხვის ზრდის შემთხვევაში მოხდება ინფორმაციის მიწოდება მეორე ჯგუფის ჰოსპიტალებისთვის, სადაც ჩვენ გვაქვს რეზერვი - 700 საწოლი. გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტალები და მათაც აქვთ რესურსი, 700 -დან 800 საწოლამდე გამოყონ კორონავირუსის პაციენტების მისაღებად, ხოლო დღეს, ამ გაფართოებულ შეხვედრზე, ვამზადებთ დამატებით საწოლებს, რომლის რაოდენობაც იქნება 100-დან 1500-მდე,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"დაახლოებით არის 12 ათასამდე საწოლი ქვეყანაში, რომელიც, თუ მატება იქნება სერიოზული, იქნება გამოყენებული. სწორედ ამისთვის არის ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, პირველ ეტაპზე 500-600 საწოლი სახელმწიფო კლინიკებში, მეორე ეტაპზე - 2 ათასიდან 3 ათასამდე კერძო კლინიკები და შემდგომ კიდევ. ჯანდაცვის სამინისტრო აზუსტებს გეგმას ჰოსპიტალების ეტაპობრივი გამოყენების და დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა დღეს და ხვალ უკვე იქნება,"-აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები