25 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
ქვეყანაში საკვების მარაგი არის და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს - საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ამშვიდებს

ქვეყანაში საკვების მარაგი რომ არის და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ამშვიდებს.

მთავრობა პირობას დებს, რომ სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ პოზიციის გასამყარებლად, რომ დახლები არ დაცარიელდება, დღეს ისევ გაიმეორა, რომ დამატებითი მარაგი გზაშია. ლევან დავითაშვილი სურსათით მომარაგებისა და გადაზიდვების შეფერხებას არც რთული სცენარის შემთხვევაში ელოდება.

მარაგებისა და პროდუქციის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფის გარდა, მთავრობის კიდევ ერთი საზრუნავი ფასებია, განასაკუთრებით ისეთ საკვებ პროდუქტებზე, რომელზე მოთხოვნაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. ჩამონათვალი დღეს ორი პროდუქტით გაიზარდა- ბრინჯს, მაკარონს, ზეთს, ფქვილს, რძის ფხვნილს, შაქარსა და ხორბალს წიწიბურა და ლობიო დაემატა. 

9 სახეობის პროდუქტზე ფასები რომ არ გაიზრდება, ამაზე სახელმწიფო და კერძო სექტორი შეთანმხდა. მექანიზმი, რომლითაც საკვებზე ღირებულების შენარჩუნება მოხდება, ბიზნესის ინეტერესებსაც ითვალსიწინებს. მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმების მიუხედავად, მომხმარებლამდე პროდუქციის მიტანის რომელიმე რგოლში ფასების სპეკულაციური მატება მოხდეს. ამის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო პროცესის მონიტორინგს აანონსებს.

საკვები პროდუქტების მაღაზიებში არც განსაკუთრებული რიგები და არც ცარიელი დახლები არ არის. პროდუქტების გაძვირებაზე მოქალაქეების ნაწილი საუბრობს, ნაწილს ფასების ცვლილება არ შეუნიშნავს. სასურსათო ქსელების წარმომადგენლები კი აცახდებენ, რომ პროდუქტები არ გაძვირებულა და ფასების მატება არც მომავალში იგეგემბა. 

ბაზარზე შექმნილი დეფიციტის გამო, ფოთში პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო. "აჭარა რექსტილში" დამზადებული პირბადეების ნაწილი უსასყიდლოდ დარიგდება. მათ შორის, პირველ რიგში გადაეცემათ მათ, ვისაც სამსახურეობრივი მოვალეობუს გამო, სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. პირბადეების დამზადება სხვა სამკერვალო ფაბრიკებშიც იწყება. დღეს ფოთში მდებარე საწარმო ეკონომიკის მინისტრმა მოინახულა. 

სურსათისა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთების მარაგების შესახებ მოქალაქეები პერიოდულად მიიღებენ ინფორმაციას, განცახდებები ამ თემაზეც საკოორიდნაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ პერიოდულად გაკეთდება.

 

 

დღის ამბები