19 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
იტალიაში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჩინეთში

კორონავირუსმა იტალიაში უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ჩინეთში, ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

დაავადების გამო იტალიაში 3405 ადამიანი გარდაიცვალა, ჩინეთში კი მსხვერპლის რაოდენობა 3245-ს შეადგენს.

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 12 მარტს ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლებში დარჩნენ. 

მიუხედავად მიღებული ზომებისა, ინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობა მუდმივად იზრდება. 

 

დღის ამბები