20 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
სინოდის სხდომა დასრულდა, ზიარების და საღვთო ლიტურგიის წესები არ შეიცვლება

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. ცნობილია, რომ სინოდზე ზიარების წესის შესაძლო ცვლილებაზე იყო საუბარი, თუმცა საღვთო ლიტურგიის წესები არ შეიცვლება, ამის შესახებ განცხადება მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა. 

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საღვთო ლიტურგიის წესები არ შეიცვლება.

"არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს. რეკომენდაცია გვექნება, რომ შეძლებისდაგავრად ყველა ტაძარმა მოახერხოს ქადაგების გახმოვანება, რომ სიმჭიდროვე არ იყოს ტაძარში. ჩვენ არ გვეშინია გადადების, ჩვენ გვეშინია, რომ არ გადავდოთ. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა (ფაუჩუაშილმა)

სხდომიდან გამოსული მაღალი იერარქების ნაწილი ტერიტორიას უკომენტაროდ ტოვებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 12 საათიდან დაიწყო სინდოის სხდომა, სადაც მღვდელმთავრები მსჯელობდნენ თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარებულიყო წინა სააღდგომო პერიოდში და როგორ ჩატარდება საღვთო ლიტურგია აღდგომის ღამეს.

დღის ამბები