20 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება - მარინა ეზუგბაია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, პაციენტებთან დაკავშირებით ბოლო მონაცემების შესახებ საუბრობს. 

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ ქვეყანაში კორონავირუსის 44 შემთხვევა ფიქსირდება. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მარინა ეზუგბაია ამირან გამყრელიძის მსგავსად, მალე რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდება. 

"​ბოლო პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩვენს ცენტრში არ იმყოფება. სულ საქართველოში კორონავირუსი 44 პაციენტს დაუდასტურდა, 2 მათგანი აჭარაში დაფიქსირდა, 3 ბოჭორიშვილის კლინიკაში, 4 პაციენტი იმყოფება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 32 ჩვენს კლინიკაში, დანარჩენი 3 კი საჩხერის კლინიკაშია. 

დღევანდელი სიტუაციით, აღნიშნულ 44 პაციენტში პრობლემური კვლავ ოთხია. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება, მაგრამ ამ პაციენტებთან ასაკისა და თანაარსებული დაავადებების გამო, მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ დროს კიდევ უფრო გართულება, თუმცა ვიმედოვნებთ, ასე არ მოხდება. 

დღეს დილით ჩვენთან 15 ნიმუში გაკეთდა, ყველას პასუხი ნეგატიური იყო. ამ ეტაპზე 8 პაციენტზე კეთდება ტესტირება. ჩვენს ცენტრში ჩვენივე ლაბორატორია აკეთებს ტესტირებას, ამიტომ ვსაუბრობ ყოველთვის ასე თავისუფლად. 

ბატონი ამირანის მსგავსად ჩვენც ველოდებით კიდევ რამდენიმე პაციენტების გამოჯანმრთელებას, მაგრამ არ ვჩქარობთ ჯერ, რადგან კიდევ ვაწარმოებთ მათზე ტესტირებას. რაც შეეხებათ ბავშვებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები