04 ივნისი 2020,   09:49
ვრცლად
დაკეტილი მაღაზიები და ცარიელი ქუჩები - საქართველოში 400-ზე მეტმა ბრენდმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა

დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, დაკეტილია. ასევე, ფუნქციონირებას არ წყვეტენ ბანკები, ფოსტა და ბენზინგასამართი სადგურები. 

პანიკის პირველმა ეტაპმა გადაიარა, უფრო მეტიც, უმეტეს მარკეტში ადამიანები სოციალური დისტანციის წესებს მკაცრად იცავენ. 

გამაფრთხილებელი წარწერა მაღაზიების და დიდი სავაჭრო ცენტრების დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა ობიექტზეა გამოკრული. დაცარიელებულია სავაჭრო სივრცეები, დახურულია მაღაზიები.

მხოლოდ თბილისში, უსაფრთხოების და პრევენციის გამკაცრებული ღონისძიებების გამო, 400-ზე მეტმა ბრენდმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება და ფილიალებიც დახურა. დაცარიელდა ქუჩებიც.

კორონავირუსის პრევენციის გამო, დამატებით შეზღუდვებს მოქალაქეები მიესალმებიან. ამბობენ, რომ "კოვიდ-19"-ის დასამარცხებლად მზად არიან ცხოვრების წესიც კი შეიცვალონ.

ამ დრომდე უცნობია, როდის დაუბრუნდება ქალაქის ხალხმრავალი ქუჩები და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ რიტმს.

დღის ამბები