23 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
ფოთში თვითიზოლაციაში 49 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 6 წლის ბავშვია

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი ყოველ დღე იმატებს.

დღეის მონაცემებით ჯამში 49 ადამიანია, მათ შორისაა 6 წლის ბავშვი. საკარანტინე სივრცეში კი, 7 ადამიანია გადაყვანილი.

"თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობას დაემატა თურქეთიდან ჩამოსული სამი ადამიანი. ერთი არის 6 წლის ბავშვი და დანარჩნები 35 წლამდე ქალები. მათ არანირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ფოთში, სულ 49 რჩება თვითიზოლაციაში,  კარანტინში- 7,  ხოლო სამს დღეს მოეხსნა თვითიზოლაცია. ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები