25 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანომ საკითხი საგანგებო პლენარულ სხდომაზე განიხილა და კენჭი უყარა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 115 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეგისტრაცია სულ 120-მა დეპუტატმა გაიარა.

გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს დღეს მიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი თვით შემოეღო საგანგებო მდგომარეობა. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ გამოსცემს დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები.

დღის ამბები