19 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
როგორია ამირან გამყრელიძის შვილის მდგომარეობა - ნიკოლოზ გამყრელიძე დასკვნით კვლევებს გადის

"ღამის კურიერის" წამყვანი დავით კაკულია ამირან გამყრელიძის შვილის მდგომაროებით დაინტერესდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ გამყრელიძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მადლობა კითხვისთვის. არა უშავს, ჯერ სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები. ახლა, ის გადის დასკვნით კვლევებს და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, შემდგომ გამოჩნდება უკვე რომელ ეტაპზე, დაკვირვების, თუ მონიტორინგის გადავა. ზოგადად, მისი ჯანმრთელობა, გეტყვით რომ დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები