18 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული 32 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით დაინფიცირებული 32 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მისი თქმით, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ორი პაციენტი, ასაკის გამო, რისკ ჯგუფშია, ამასთან ერთ მათგანს ჰიპერტონიული დაავადება, ხოლო მეორეს მძიმე ნევროლოგიური დაავადებაც უფიქსირდება, რაც შედარებით ამძიმებს სიტუაციას. ეზუგბაის თქმით, მესამე მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს პნევმონია აქვს, რასაც შაქრიანი დიაბეტი ერთვის. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 6 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან, რომელიც ხვალ დილით იქნება ცნობილი. 

დღის ამბები