20 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
"ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომელი ამბობს, რომ სავარაუდო ინფიცირებულის შესახებ არაფერი იცოდნენ

კომპანია "ევოლუშენ გეიმინგი" ის კომპანიაა,  რომელიც ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო დახურა.

როგორც "რუსთავი 2-ს" კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, დაინფიცირებული თანამშრომლის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ და  მას შემდგე შეიტყვეს, რაც კომპანიის დახურვის შესახებ გახდა ცნობილი.  

მისივე თქმით, ორ თანამშრომელს დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდა და ისინი, სავარაუდოდ, სამსახურში გუშინდელ დღემდე დადიოდნენ. კომპანიის თანამშრომლის თქმით, პირები, რომელთაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ, წარმოშობით თურქები არიან. 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები, სავარაუდდოდ, საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

რაც შეეხება, კომპანიის მუშაობას, როგორც "რუსთავი 2-თან" "ევოლუშენ მეიმინგის" თანამშრომელი ამბობს, კომპანია გარკვეული წესების დაცვას ცდილობდა, თუმცა მუშაობის შეჩერებას არ აპირებდა.

ამ ეტაპზე, კომპანიის ხელმძღვანელობას დასაქმებულებთან რაიმე ტიპის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 

თანამშრომლის ინფორმაციით,  "ევოლუშენ გეიმინგში" 3000-მდე ადამიანი მუშაობს. 

დღის ამბები