20 აპრილი 2024,   03:25
ვრცლად
ბელარუს მძღოლებს ტესტირების პასუხის მიღებამდე კლინიკაში გადაიყვანენ - ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული

სატრანზიტო სატვირთო ავტომობილების  მძღოლებს ტესტირების პასუხზე მიღებამდე კლინიკაში განათავსებენ, ამის შესახებ განცხადება ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა.

"მძღოლები, რომლებიც არიან ბელარუსიდან და შემოსულები არიან სომხეთის საზღვრიდან, მთთვისაც ემზადება კლინიკა, არის პალატაში გადაყვანის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ნაცხი წაღებულია, სავარაუდოდ პასუხი დღეს არ იქნება, უბრალოდ ამ პერიოდში ისინი არ უნდა იყვნენ მანქანაში და უახლოეს მომავალში გადაიყვანენ კლინიკაში," - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მარნეულის გამშვებ ბლოკ-პოსტზე დგომის დროს სატრანზიტო სატვირთო ავტომობილების  მძღოლების ნაწილს ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

დღის ამბები