19 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის ინფექციის სიმპტომებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით 9 დღის ახალშობილი მოათავსეს

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ტესტების პასუხები, რომელიც დღეს დილით ლუგარიდან მიიღეს, ყველა უარყოფითია. ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში მარნეულიდან სუნთქვის მწვავე უკმარისობით 9 დღის ახალშობილია შეყვანილი, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რაც შეეხება COVID-19-ით ინფიცირებულ 62 წლის მარნეულელ ქალს, მისი მდგომარეობას ამ ეტაპისთვის კრიტიკული რჩება. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში 59 პაციენტია, აქედან დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 12. ერთი მოთავსებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რომლის მდგომარეობა მძიმეა, მარგამ ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია. დანარჩენის 12 მდგომარეობა ჩატარებული კლინიკური ლაბორატორიული კვლევებით უარყოფოთი დინამიკის გარეშე, თუ არ ჩავთვლით 80 წლის ქალბატონს, რომელთანაც ამ ეტაპზე გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ადის რეანიმაციულ განყოფილებაში. რაც შეეხება, გუშინ გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი, როგორც საეჭვო შემთხვევა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომაროებას, ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც მივიღეთ დღეს დილით ლუგარიდან, ყველა შემთხვევა უარყოფითია," - განაცხადა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები