18 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
ბანკებმა ისარგებლეს პანიკით, ბაზარზე არსებული დოლარი შეისყიდეს, რამაც ლარი გააუფასურა - შალვა ნათელაშვილი

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ლარის კურსის გაუფასურებას და ფასების ზრდას აპროტესტებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ კომერციულმა ბანკებმა შექმნილი კრიზისული ვითარებით ისარგებლეს და მიმდინარე პერიოდში 200 მილიონიანი მოგება ნახეს. ნათელაშვილი ბანკებს მოუწოდებს, მოქალაქეებს სამი თვის სასესხო დავალიანება მთლიანად ჩამოაწერონ.

"ხელისუფლების და საბანკო მაფიის მტკიცება, რომ ლარის გაუფასურება გამოიწვია პანდემიამ და კორონავირუსმა, არის სრული სიცრუე და დანაშაულებრივი მოტივაცია. ლარის გაუფასურება გამოიწვია იმან, რომ დანაშაულებრივმა ბანკებმა გამოიყენეს პანდემიით გამოწვეული პანიკა, შეისყიდეს ბაზარზე არსებული დოლარი მთლიანად, რამაც გამოიწვია, ბუნებრივია, ლარის გაუფასურება. ეს 200 მილიონი მათ უნდა დააბრუნონ იმ გზით, რომ 3 თვის დავალიანება ჩამოეწეროს ყველას, მსხვილი ბიზნესის გარდა,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები