25 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკარანტინო სივრცეში დეზინფექცია გრძელდება

უკვე მეორე დღეა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკარანტინო სიოვრცეში დეზინფექცია ტარდება.

ქუჩებს სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ. სამუშაოები იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ქალი ცხოვრობს.

სპეციალისტების განმარტებით, წამალს, რომლითაც ტერიტორიის დამუშავება ხდება​ფაროსანას წინააღმდეგაც იყენებენ და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები კი, მოსახლეობისთვის სურსათის დარიგებას განაგრძობენ.

დღის ამბები