20 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
COVID 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 75 შემთხვევა და 10 გამოჯანმრთელებული - საქართველოს სტატისტიკა

საქართველოში COVID 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 75 შემთხვევაა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შედარებით მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა.

გვიან ღამით ჩატარებული პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ აქვს სამ პაციენტს - განმეორებითი კვლევა მათ 24 საათში ჩაუტარდებათ.

საქართველოში ვირუსი უკვე 10-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 მოქალაქე რჩება.

დღის ამბები