06 ივნისი 2020,   03:07
ვრცლად
შეიქმნება ახალი სატელეფონო მომსახურების სისტემა, ექიმები პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევენ - თამარ გაბუნია

მთავრობის კანცელარიაში გვიან ღამით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

დამატებითი კონსულტაციები სამომავლო რისკებსა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებით ზომებს უკავშირდებოდა.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტები და საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც გადაწყდა, რომ შეიქმნება სატელეფონო სისტემა, რომელიც რეაგირებას მოხდეს ვირუსთან დაკავშირებულ ყველა ზარზე.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ექსპერტებთან ერთად სამედიცინო სფეროს მზადყოფნაზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მზადდება ახალი სატელეფონო მომსახურების სისტემა კონსულტაციების გასაწევად.

"შეიქმნება ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც იქნება სატელეფონო. ექიმები გაუწევენ წინასწარ კონსულტაციებს პაციენტებს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები