24 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში

ზუგდიდში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკაში შეყვანისას მამაკაცს ტემპერატურის მატება და ხველა აღენიშნებოდა.

აჭარაში კი, ვირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა - ის ახალგაზრდა მამაკაცია.
ახალგაზრდა მამაკაცმა საზღვარი სარფის საბაჟოდან გადმოკვეთა, ის საზღვრიდან პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას კონტაქტი არავისთან ჰქონია.

რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს, იქ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამს განმეორებითი ტესტები ჩაუტარდება და თუ პასუხი 24 საათის განმავლობაში ორჯერ უარყოფითი იქნება, ისინი კლინიკას დატოვებენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საშუალო სიმძიმის არის მეოთხე პაციენტის მდგომარეობა. საკარანტინო ზონაში 56 მოქალაქეა. როგორც მაია ხელაძე, ამბობს მათ შემოწმება უტარდებათ და იზოლაციაში ორი კვირა დარჩებიან.

დღის ამბები