02 ივლისი 2020,   23:56
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტის ლაბორატორიულ პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 8 პაციენტია მოთავსებული. საავადმყოფოს ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათგან სამს ანალიზები აუღეს და პასუხს ელოდებიან, ხუთი პაციენტის ანალიზს კი დღეს აიღებენ შესამოწმებლად.

მისივე თქმით, ყველას მოგზაურობის ისტორია აქვს და საავადმყოფოში საკარანტინო ზონებიდან მოხვდნენ.

ვირუსის სიმპტომების მიუხედავად, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კლინიკაში 150-მდე ანალიზი აიღეს და ყველა უარყოფითია.

დღის ამბები