19 აპრილი 2024,   23:32
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად უფრო აქტიურ მუშაობას ითხოვს

უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად უფრო აქტიურ მუშაობას ითხოვს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა".

პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ მოქალაქეები უფრო სწრაფად გამოიყვანოს, რადგან მათ უცხო ქვეყნებში საარსებო სახსრები აღარ აქვთ.

"ვიცი, რომ მთავრობა მუშაობს, მაგრამ მეგობრებო ძალიან გაგიგრძელდათ მუშაობა. ჩვენი მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მე გუშინ ვნახე სიუჟეტი, ვნახე ახალგაზრდები, რომლებიც ლამის ტიროდნენ, რომ სამი დღის საჭმლის ფული აქვთ დარჩენილი და გამოყვანა სჭირდებათ. 

ქართველები ხართ, მართლმადიდებლები ხართ, რა ჯიშის ხალხი ხართ ვინც წერთ, რომ ჩვენი თანამემამულეები არ ჩამოვიყვანოთ და გასაჭირში მივატოვოთ. ეს არის წარმოუდგენელი. არც კი მინდა დავიჯერო, რომ ეს არ არის ვიღაცის ტროლი და ბოტი და ამას ადამიანები წერენ," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები