19 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
როგორი ტიპის ადამიანი ითვლება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევად - ცხელება, ხველა და მოგზაურობის ისტორია 

კორონავირუსის საფრთხის ფონზე ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როგორ ხდება ლაბორატორიული კვლევა და რის საფუძველზე იგზავნება ადამიანის ნაცხის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში.

დაავადებათა კონტროლის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამსახურის უფროსი ლაბორატორიული კვლევის კრიტერიუმებს განმარტავს.

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს შემუშავებული შემთხვევის განსაზღვრება, რომლითაც სარგებლობს ქვეყანა. შემთხვევის განსაზღვრებაში გაწერილია, როგორი ტიპის ადამიანი ითვლება შესაძლო შემთხვევად. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს ცხელება, ხველა და ამასთანავე აქვს მოგზაურობის ისტორია ან ისეთ პირთან კავშირი, ვისაც უკვე დადასტურებული აქვს კორონავირუსი. ამ ყველაფრის შემდეგ ტარდება მოლეკულური კვლევა, რის შედეგადაც ვიგებთ  - არის თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ვირუსი დადასტურებული," - განაცხადა ანა კასრაძემ.

დღის ამბები