20 აპრილი 2024,   09:48
ვრცლად
კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი - ფეხმძიმე ქალი ამ წუთებში ბოლნისიდან თბილისში გადაჰყავთ

კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი საკარანტინო ზონიდან, ფეხმძიმე ქალი ამ წუთებში ბოლნისიდან თბილისში გადმოჰყავთ.

პაციენტის დაინფიცირების ისტორია ჯერჯერობით უცნობია. ქალს პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში მოათავსებენ.

"ბოლნისიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დაგვირეკა და შემატყობინეს, რომ მოჰყავთ ორსული. მითხრეს, რომ დადებითია კორონავირუსზე, აქვს ცხელება. ველოდებით შემოსვლას, რომ გავიგოთ, რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა," - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.

ამავე კლინიკაში არიან მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეები მარნეულიდან, მათგან ერთს პნევმონია აქვს. ლუგარის ლაბორატორიიდან სამხედროების ანალიზების პასუხები სავარაუდოდ საღამოს გახდება ცნობილი. 

დღის ამბები