25 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
"აეროპორტები იხურება... საფრთხე მემუქრება..." - მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზარები "რუსთავი 2-ში" მუდმივად შემოდის. 

"რეისები უქმდება, აეროპორტები იხურება და გვინდა დახმარება," - ამბობს ტაილანდში მყოფი ქართველი.  

დახმარებას ითხოვს საფრანგეთში მყოფი ქართველი ქალიც, რომელიც ამბობს, რომ მის მეუღლეს მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს და საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ქალი საფრანგეთში მეუღლესთან ერთად სამკურნალოდ იყო წასული, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი მკურნალობა ვერ ხერხდება. 

"გთხოვთ გაუშვათ ჩემი მეუღლე, რომელსაც აქვს ქრონიკული შიზოფრენია. საშიშროებაა ჩვენთვის, მე მყავს სამი წლის შვილი და ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. საფრთხე მემუქრება იმით, რომ ჰალუცინაციები აქვს, ხმები ესმის და ყველაფერი ერევა ერთმანეთში," - ამბობს საფრანგეთში მყოფი ქართველი. 

დღის ამბები