28 მარტი 2020,   16:04
ვრცლად
არ არის ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო, შეგნება და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეს ყველას - პაატა იმნაძე ზუგდიდის ფაქტზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების არსებული საფრთხის დროს პიარის კეთების დრო არ არის.

პაატა იმნაძე ამ კომენტარით ზუგდიდში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, სადაც "ახალი ლიდერების ინიციატივითა" და "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მხარდაჭერით, ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს და ამის გამო ასეულობით ადამიანი შეიკრიბა:

"არ არის ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო, ხომ შეიძლება კარდაკარ ევლო ორ ადამიანს და ჩამოერიგებინა და არ გამოიწვიონ მოსახლეობის ასეთი შეკრება, ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედი საგანგებო რეჟიმის თანახმად, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. 

დღის ამბები