28 მარტი 2020,   15:53
ვრცლად
მკაცრი საკარანტინო ზომები ბოლნისში - ადგილობრივები თანამოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

მარნეულის მსგავსად, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ბოლნისში. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ წესები დაიცვან, არ დაარღვიონ შეზღუდვები და რეკომენდაციები დაიცვან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლიდან იშვიათად, მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში გადიან. 

"5-6 დღეა არ გამოვსულვარ და ახლა გამოვედი. მოვუწოდებ ყველას დარჩით სახლში, უკიდურეს შემთხვევაში გამოვიდნენ გარეთ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად ტარდება. 

"სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია სკოლაში, საბავშვო ბაღში, ადმინისტრაციულ შენობაში, კულტურის სახლში, ბიბლიოთეკაში. ექიმები ამოწმებენ ყველა ოჯახს, თუ რამე სინდრომი აქვს ვინმეს. მოწმდება ყველა პირი," - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები